მამარდაშვილმა ვალენსიას ვერ უშველა - ატლეტიკომ დამაჯერებლად მოიგო
ლა ლიგის მორიგ ტურში ვალენსიამ მადრიდის ატლეტიკოს უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა.
როგორც ყოველთვის, გიორგი მამარდაშვილი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა. სამწუხაროდ, ქართველმა კარის დარაჯმა ღამურების გადარჩენა ვერ მოახერხა.
როხიბლანკომ პირველი ტაიმი აქტიურად დაიწყო და ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა. მასპინძელთა კართან არაერთი მომენტი შექმნა და 2 გოლად აქცია.
ანგარიში მე-12 წუთზე ალვარესმა გახსნა. 30-ე წუთზე კი არგენტინელმა თავდამსხმელმა დუბლი შეასრულა. პირველი ნახევარი 2:0 დასრულდა.
მეორე ტაიმში ვალენსია შედარებით გააქტიურდა და არაერთი მომენტი შექმნა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა. საპირისპიროდ კი გუერას შეცდომას მასპინძელთა კარში გოლი მოყვა. მამარდაშვილი აქაც უძლური იყო.
სამწუხაროდ, ატლეტიკომ კარში ზუსტად სამჯერ დაარტყა და სამივე შემთხვევაში გოლი გავიდა. ამ მატჩის შემდეგ, ქართველი მეკარის გუნდს 23 ქულა დარჩა და გასავარდნ ზონაში იმყოფება.