განაცხადი ცნობილია - სერბეთთან შენგელიას და შერმადინის გარეშე
დანიის დამარცხების შემდეგ, საქართველოს ნაკრებს ევრობასკეთი 2025-ის შესარჩევ ეტაპზე სტუმრად სერბეთთან დაპირისპირება ელოდება.
ამისთვის კი ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალეკსანდრ ჯიკიჩმა 12-კაციანი განაცხადი დაასახელა.
როგორც მოსალოდნელი იყო, სერბეთთან ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი კამარ ბოლდუინი ვერ ითამაშებს, რადგან მან დანიასთან მატჩამდე ტრავმა მიიღო.
ასევე ცნობილი გახდა, რომ ბელგრადში საქართველოს ნაკრებს გიორგი შერმადინი და კაპიტანი თორნიკე შენგელია არ გაჰყვებიან.
განაცხადი კი ასეთია:
ბექა ბურჯანაძე, დუდა სანაძე, რატი ანდრონიკაშვილი, მათე ხატიაშვილი, კახა ჯინჭარაძე, ლუკა მაზიაშვილი, გიორგი ოჩხიკიძე, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე ფევაძე, სანდრო სანაძე, ლუკა ლიკლიკაძე, ილია ლონდარიძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ დანიას უმძიმეს ბრძოლაში 62:60 მოუგო და ევრობასკეტზე ზედიზედ მეექვსედ იასპარეზებს.