ბარსელონა, ჰანსი ფლიკი, მადრიდის რეალი
Aa
Aa

ფლიკი: “მსაჯები უნდა დავიცვათ, ისინიც ადამიანები არიან“

როგორც მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში მადრიდის რეალს მსაჯებთან პრობლემები აქვს. ამის პარალელურად კი ლა ლიგის გუნდები არბიტრებს სოლიდარობას უცხადებენ.

მაგალითად, ბარსელონას მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი ესპანურ მედიასთან საუბრისას ღიად უჭერს მხარს მსაჯებს.

რა თქვა ფლიკმა?

„ბელინგემის სიტუაცია? არაფერი მაქვს სათქმელი. ბოლო პრესკონფერენციაზე განვაცხადე, რომ ის შესანიშნავი მოთამაშეა. ის არ არის ბარსელონას ფეხბურთელი და მისი დისკვალიფიკაცია მე არ მეხება.

მსაჯების პრობლემა? წაგების დროს ჩვენ ყოველთვის ვეძებთ მიზეზებს და ხშირად მსაჯებს ვაბრალებთ. ასე არ უნდა იყოს. შეცდომას ყველა უშვებს, მათ შორის მსაჯიც, მაგრამ ჩვენ ისინი უნდა დავიცვათ, რადგან მათ გარეშე ფეხბურთის თამაში შეუძლებელია.“

ჰანსი ფლიკმა ჟურნალისტებთან ჩემპიონთა ლიგაზე და მადრიდის რეალთან კონკურენციაზეც ისაუბრა:

„ვფიქრობ, ბენფიკას წინააღმდეგ რთული თამაში გვექნება. პორტუგალიელებს შესანიშნავი გუნდი ჰყავთ. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ბრძოლა დაგვჭირდება. არ ვფიქრობ, რომ რაიმეს იოლად მივიღებთ.

ჩემთვის მადრიდის რეალი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდია. მათ დიდებული ფეხბურთელები ჰყავთ. შესაძლო ფინალი ჩემპიონთა ლიგაზე? პირველ რიგში, ჩვენ უნდა გავიდეთ ფინალში და მიზანი სწორედ ეს არის.“

შეგახსენებთ, რომ წილისყრის შედეგად, გუნდები ისე გადანაწილდნენ, რომ რეალი და ბარსელონა ერთმანეთს ფინალამდე არ ხვდებიან. ბლაუგრანა მერვედფინალში ბენფიკას შეხვდება, ბლანკოსი კი თანაქალაქელ ატლეტიკოს.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლივერპულს გაუტანს, მისთვის ძლიერი მეტოქე არ არსებობს“ - ჯანაშია კვარაზე
„ლივერპულს გაუტანს, მისთვის ძლიერი მეტოქე არ არსებობს“ - ჯანაშია კვარაზე