ილია თოფურია, დანიელ კორმიე
Aa
Aa

„ქვემსუბუქში ყველაფერი გააკეთა? ერთი დაცვა „ყველაფერი“ არაა“ - კორმიე თოფურიაზე

UFC-ის ექსჩემპიონმა და ლეგენდარულმა მებრძოლმა, ამჟამად კი UFC-ის კომენტატორმა, დანიელ კორმიემ ESPN-ის ეთერში შეაფასა ილია თოფურიას გადაწყვეტილება ქამრის დატოვებისა და მსუბუქ წონაში გადასვლის თაობაზე. კორმიეს თქმით, „ელ მატადორი“ მსუბუქი წონის სხვა მებრძოლებზე გაცილებით პატარაა, ამიტომ გასაკვირია ილიას სიტყვები, რომ ის წონას ვეღარ აბარებს.

დანიელ კორმიე:

„თოფურია თხემით ტერფამდე ჩემპიონია, მაგრამ ის დიდი არაა. მიკვირს, რომ ის 65 კილოგრამს ვეღარ აბარებს. ნანახი მყავს მახაჩევიც, ხაბიბიც, როდესაც ის ჩემპიონი იყო, ჩენდლერიც, ოლივეირაც - ეს ბიჭები დიდები არიან, თოფურიაზე გაცილებით დიდები. საქმე ის ხომ არაა, რომ ილიას უბრალოდ ამ წონაში გამოსვლა აღარ სურს?

ძალიან გამიკვირდა, რომ ილიამ ქამარი ვაკანტური გახადა, იმიტომ რომ მას შეეძლო ქამრის შენარჩუნება, სხვები კი დროებითი ქამრისთვის იჩხუბებდნენ. სატიტულო ჩხუბში ვოლკანოვსკის დამარცხებით, შემდეგ კი ჰოლოუეისთან ქამრის დაცვით ილიამ მოიპოვა უფლება, ქამარი შეენარჩუნებინა, მაგრამ ილია ამბობს, რომ ქვემსუბუქ წონაში ყველაფერი გააკეთა. ჩემი აზრით, ტიტულის ერთი დაცვა „ყველაფერი“ არაა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მან ქვემსუბუქი წონის ორი საუკეთესო მებრძოლი დაამარცხა (თუ არ ჩავთვლით ჟოზე ალდოს)“.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ წონითი დივიზიონი შეიცვალა და კარიერას მსუბუქ წონაში გააგრძელებს. ვინ იქნება „ელ მატადორის“ მომდევნო მეტოქე, ჯერჯერობით უცნობია.

რაც შეეხება ქვემსუბუქი წონის ტიტულს - UFC 314-ზე საჩემპიონო ჩხუბში ერთმანეთს ალექსანდრ ვოლკანოვსკი და დიეგო ლოპესი დაუპირისპირდებიან.

ცნობისთვის, თოფურიამ ჩემპიონის ქამარი გასული წლის თებერვალში დაისაკუთრა, როდესაც სატიტულო ბრძოლაში სწორედ ვოლკანოვსკი დაამარცხა. ამის შემდეგ თოფურიამ ჩემპიონის ტიტული მაქს ჰოლოუეისთან ბრძოლაში დაიცვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სატიტულო ჩხუბს ჯერ არ მისცემენ“ - მოიკანო თოფურიაზე
„სატიტულო ჩხუბს ჯერ არ მისცემენ“ - მოიკანო თოფურიაზე