ლუკა გაგნიძე: “კრილია სოვეტოვი დიდი ისტორიის მქონე კლუბია“
როგორც მოგეხსენებათ, ლუკა გაგნიძე კარიერას კრილია სოვეტოვში გააგრძელებს. ტრანსფერის გამოცხადების შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელმა გუნდის ოფიციალურ გვერდთან პირველი ინტერვიუ ჩაწერა.
გაგნიძე:
„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გუნდის ხელმძღვანელობას და სამწვრთნელო შტაბს ჩემს მიმართ გამოჩენილი ნდობისთვის. კრილია სოვეტოვი დიდი ისტორიის მქონე კლუბია. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია. აქ იმისთვის ვარ, რომ გუნდს სარგებელი მოვუტანო. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.
ტრანსფერამდე საკმაოდ ბევრ ადამიანს ვესაუბრე. ყველამ აღნიშნა, რომ ეს არის შესანიშნავი გუნდი, შესანიშნავი შემადგენლობით და სამწვრთნელო შტაბით. აქ გულშემატკივრებს თავიანთი კლუბი ძალიან უყვართ. სამარა საფეხბურთო ქალაქია.“
შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელი რუსულ გუნდში მოსკოვის დინამოდან გადავიდა, სადაც სეზონის პირველი ნაწილი გაატარა. გაგნიძე კრილია სოვეტოვში სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს.