ილია თოფურია, ბელალ მუჰამედი
Aa
Aa

„გამიკვირდა, რომ ქამარი ვაკანტური გახადა“ - ბელალ მუჰამედი ილია თოფურიაზე

UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ბელალ მუჰამედმა განაცხადა, რომ ილია თოფურიას გადაწყვეტილება ქამრის დატოვების შესახებ მოულოდნელი და ალოგიკური იყო. ამის შესახებ ბელალ მუჰამედმა Anik and Florian-ის პოდკასტში ისაუბრა.

ბელალ მუჰამედი:

„გამიკვირდა, რომ თოფურიამ ქამარი ვაკანტური გახადა. მეგონა, რომ ის ორი წონის ჩემპიონობისთვის იბრძოლებდა, მაგრამ მას თავის წონაში საქმე ჯერ არ დაუმთავრებია, რომ ორმაგ ჩემპიონობაზე გაეწია. ასე რომ, ის უბრალოდ დივიზიონს იცვლის და ამბობს, რომ წონს ვეღარ აბარებს - კარგი, ეს გასაგებია.

თუმცა, მის ადგილზე რომ ვიყო, ჩემთვის საინტერესო მხოლოდ ჩემპიონთან ჩხუბი იქნებოდა. მაგალითად, შეიძლება ოლივეირას აჩხუბონ - ეს რთული ჩხუბია და ამისთვის ქამარსაც კი ვერ მიიღებ, შემდეგ ისლამთანაც უნდა იჩხუბო. ასე რომ, ვფიქრობ, ილიას გადაწყვეტილება ლოგიკურ აზრს მოკლებულია“.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ წონითი დივიზიონი შეიცვალა და კარიერას მსუბუქ წონაში გააგრძელებს. ვინ იქნება „ელ მატადორის“ მომდევნო მეტოქე, ჯერჯერობით უცნობია.

რაც შეეხება ქვემსუბუქი წონის ტიტულს - UFC 314-ზე საჩემპიონო ჩხუბში ერთმანეთს ალექსანდრ ვოლკანოვსკი და დიეგო ლოპესი დაუპირისპირდებიან.

ცნობისთვის, თოფურიამ ჩემპიონის ქამარი გასული წლის თებერვალში დაისაკუთრა, როდესაც სატიტულო ბრძოლაში სწორედ ვოლკანოვსკი დაამარცხა. ამის შემდეგ თოფურიამ ჩემპიონის ტიტული მაქს ჰოლოუეისთან ბრძოლაში დაიცვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად - თოფურია ჩემპიონის ტიტულს ვაკანტურს გახდის
ოფიციალურად - თოფურია ჩემპიონის ტიტულს ვაკანტურს გახდის