„ლივერპულს გაუტანს, მისთვის ძლიერი მეტოქე არ არსებობს“ - ჯანაშია კვარაზე
საქართველოს ნაკრების ექსფეხბურთელმა, ზაზა ჯანაშიამ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალების წილისყრა შეაფასა და „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ლივერპულის“ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
ზაზა ჯანაშია:
„ხვიჩა „ლივერპულს“ გაუტანს, ძლიერი გუნდი არაა. ზოგადად, ხვიჩასთვის ძლიერი მეტოქე არ არსებობს. ის ყველა მატჩში გაიტანს.
მოიგებს თუ არა პსჟ ჩემპიონთა ლიგას? მე „რეალის“ გულშემატკივარი ვარ, მაგრამ თუ კვარაცხელიას გუნდი მადრიდელებს ფინალში შეხვდება, მაშინ „პარი სენ-ჟერმენისკენ“ ვიქნები“.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის მეტოქე „ლივერპული იქნება. პირველი მატჩები 4-5 მარტს, განმეორებითი მატჩები კი 11-12 მარტს გაიმართება. პარიზელები პირველ შეხვედრას საკუთარ მოედანზე ჩაატარებენ, საპასუხოს კი ინგლისში.