მოვსარ ევლოევი
Aa
Aa

ქვემსუბუქი, მსუბუქი, მნიშვნელობა არ აქვს - ევლოევის მინიშნება თოფურიას

გასული კვირა UFC-ში ბევრი და საინტერესო მოვლენებით დატვირთული აღმოჩნდა. ქვემსუბუქი წონა დატოვა ქართველმა დაუმარცხებელმა მებრძოლმა ილია თოფურიამ და ტიტული ვაკანტური გახდა, რის შემდეგაც საჩემპიონო ბრძოლა აპრილისთვის ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და დიეგო ლოპესს შორის ჩაინიშნა.

ეს ბუნებრივია უდიდესი იმედგაცრუება იყო მოვსარ ევლოევისთვის, რომელიც „ელ მატადორთან“ ბრძოლის ჩანიშვნას დიდი ხანი ითხოვდა და როგორც მისი განცხადებიდან ჩანს, საამისოდ ახლაც მზად არის.

რა თქვა ევლოევმა

ქვემსუბუქი, მსუბუქი წონითი დივიზიონი, არ აქვს მნიშვნელობა სად იქნება, მე ორივე წონის ნებისმიერ მებრძოლთან დასაპირისპირებლად სრულ მზადყოფნაში ვარ. ვიცი, ბევრი თვლის, რომ მსაჯების გადაწყვეტილებით გამარჯვებას დიდი ფასი არ აქვს, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ და საწინააღმდეგო აზრზე მყოფი ოპონენტები მზად ვარ ჩემი სიტყვების სისწორეში ოქტაგონზე დავარწმუნო.

შეგახსენებთ, რომ მოვსარ ევლოევმა უკანასკნელი ბრძოლა დეკემბერში ალჯამეინ სტერლინგთან ჩაატარა, რომელიც მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. 31 წლის რუსი მებრძოლი ჯერჯერობით დაუმარცხებელია, თუმცა აღსანიშნავია, რომ ყველა გამარჯვება გადაწყვეტილებით აქვს მოპოვებული და არც ერთი მოწინააღმდეგე არ დაუფინიშებია.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სატიტულო ჩხუბს ჯერ არ მისცემენ“ - მოიკანო თოფურიაზე
„სატიტულო ჩხუბს ჯერ არ მისცემენ“ - მოიკანო თოფურიაზე