ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

„ბუდუს გაშვების შედეგებს ვიმკით“ - კმაყოფილი არავინ არის

მეორე ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავის ლიდერს როდესაც გერმანიის ბუნდესლიგაში სადებიუტო გოლის ლოდინი დიდხანს უგრძელდება, მასზე ფსიქოლოგიური წნეხი ბუნებრივია უფრო მეტად იზრდება. ასეა ბუდუ ზივზივაძის შემთხვევაშიც, რომელმაც ჯერ „ჰაიდენჰაიმში“ თავის გამოჩენა ვერ მოახერხა და მისი ტრანსფერით მოგებული არც ერთი მხარე არ დარჩენილა. ამასთან დაკავშირებით, ზივზივაძის ყოფილი კლუბის „კარლსრუეს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელი სტატია გამოქვეყნდა, სადაც საინტერესო ფაქტები იყო აღნიშნული.

რას წერენ ბუდუზე

ზივზივაძის სანაცვლოდ „კარლსრუემ“ „ჰაიდენჰაიმისგან“ მილიონ ევროზე ოდნავ მეტი მიიღო, მაგრამ 17 მატჩში 12 გოლის გამტანი ქართველი ფორვარდის წასვლამ კლუბის ასპარეზობასა და სატურნირო მდგომარეობაზე უკიდურესად უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა.

ბუდუს გარეშე „კარლსრუემ“ ხუთ ტურში მხოლოდ ქულა აიღო და მეორე პოზიციიდან მეათე ადგილამდე ჩამოქვეითდა, რის შემდეგაც საწყის სამეულს უკვე 9 ქულით ჩამორჩება. გუნდის კაპიტანი მარვინ ვანიცეკი მიიჩნევს, რომ ხელმძღვანელებმა ქართველი ფორვარდის გაშვებით სერიოზული შეცდომა დაუშვეს და ამის შედეგებს ახლა იმკიან.

თავის მხრივ „ჰაიდენჰაიმმაც“ ძალიან გარისკა, რადგან 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა ფორვარდს, რომელსაც მალე 31 წელი უსრულდება და შედეგიც სახეზეა - ბუდუმ ახალ გუნდში რვა მატჩი ჩაატარა, აქედან შვიდი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მართალია მთავარი მწვრთნელის ფრანკ შმიდტის მხრიდან დიდი მხარდაჭერით სარგებლობს, თუმცა შესაძლოა ნდობის ვოტუმი მალევე ამოიწუროს.

„ჰაიდენჰაიმმა“ ხუთშაბათს „კოპენჰაგენთან“ განცდილი მარცხის შემდეგ, კონფერენს ლიგაზე გამოსვლა 1/16 ფინალში დაასრულა და ახლა მთელი ყურადღების გადატანა შიდა ასპარეზზე მოუწევს, სადაც 22 ტურის შემდეგ 14 ქულით მე-16 ადგილზეა და ბოლოსწინა პოზიციაზე მყოფ „ბოხუმს“ მხოლოდ ბურთების უკეთესი შეფარდებით უსწრებს. ხვალ, ზივზივაძე და მისი თანაგუნდელები სტუმრად „ლაიპციგს“ შეხვდებიან, რომელიც მეხუთე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ლაკაზეტის თამაში საეჭვოა - მიქაუტაძეს პსჟ-სთვის ამზადებენ
ლაკაზეტის თამაში საეჭვოა - მიქაუტაძეს პსჟ-სთვის ამზადებენ