პედრი, დანი ოლმო
Aa
Aa

პედრის მსგავსად - ბარსელონამ ოლმოს გენეტიკური ანალიზი ჩაუტარა

„ბარსელონამ“ დანი ოლმოს გენეტიკური ანალიზი ჩაუტარა და ყველა შედეგი დადებითი მიიღო. რას ემსახურებოდა ეს ერთი შეხედვით უცნაური ნაბიჯი?

„ბარსამ“ მსგავსი ტესტი პედრისაც ჩაუტარა, რის შემდეგაც ესპანელს სპეციალური ფიზმომზადების კურსი დაუნიშნეს და იმის შემდეგ, „ბლაუგრანას“ რვიანი ტრავმებს ნაკლებად იღებს და ფიზიკურად გაცილებით უკეთაც გრძნობს თავს.

დანი ოლმოს შემთხვევაშიც ეს იგეგმებოდა და ანალიზმა ამჯერადაც წარმატებით ჩაიარა.

ოლმოს შემთხვევაში ამიერიდან მას სპეციალურ სავარჯიშო გეგმას შეუდგენენ, მისცემენ გაზრდილ დატვირთვას და საბოლოო შედეგი, ტრავმებისგან თავის არიდება და მეტი ფიზიკური გამძლეობაა, რაც დანის ნამდვილად აკლია და მისი პოტენციალის სრულად რეალიზებას ვერ ახდენს.

ასევე, იგეგმება, რომ „ბარსელონას“ სხვა ფეხბურთელებსაც მოუწევთ მსგავსი ტესტის ჩაბარება, რომ გუნდში მაქსიმალურად ბევრ მოთამაშეს ჰქონდეს თავის სრულად რეალიზების შესაძლებლობა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ლაკაზეტის თამაში საეჭვოა - მიქაუტაძეს პსჟ-სთვის ამზადებენ
ლაკაზეტის თამაში საეჭვოა - მიქაუტაძეს პსჟ-სთვის ამზადებენ