გიორგი მიქაუტაძე, პაულო ფონსეკა, ალექსანდრ ლაკაზეტი
Aa
Aa

ლაკაზეტის თამაში საეჭვოა - მიქაუტაძეს პსჟ-სთვის ამზადებენ

საფრანგეთის ლიგა 1-ის წინა ტურის შეხვედრაში „მონპელიესთან“ (1:4) ალექსანდრ ლაკაზეტი 70-ე წუთზე ცვლილებაზე გიორგი მიქაუტაძის ნაცვლად გამოჩნდა და მოედანზე შესვლიდან 3 წუთში ბურთის გატანა მოახერხა. 33 წლის ფორვარდი ბოლო პერიოდში ტრავმას მკურნალობდა და მას შემდეგ რაც „ლიონის“ მთავარ მწვრთნელად პაულუ ფონსეკა დაინიშნა, ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ერთი მატჩი დაიწყო.

კვირას, „გრუპამა სთედიუმზე“ ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის ყველაზე საინტერესო დაპირისპირება შედგება - „ლიონი“ „გრუპამა სთედიუმზე“ იმ „პარი სენ-ჟერმენს“ უმასპინძლებს, რომელიც არამხოლოდ საკუთარ ჩემპიონატში, არამედ მთლიანად ევროპის ტოპ 5 ლიგაში ერთადერთ დაუმარცხებელ კლუბად რჩება. მნიშვნელოვანი პაექრობის წინ გამართულ პრეს კონფერენციაზე, ფონსეკას ლაკაზეტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ჰკითხეს და პორტუგალიელმა ისეთი კომენტარი გააკეთა, რომ მიქაუტაძის ძირითადში მოხვედრის შანსები კიდევ უფრო გაიზარდა.

რა თქვა ფონსეკამ

ლაკაზეტის დონის ფორვარდები მართლაც იშვიათად მოიძებნება, მაგრამ ტრავმის შემდეგ ტკივილები ისევ აწუხებს. მიუხედავად იმისა, რომ ლიგა 1-ის ლიდერს ვხვდებით და სატურნირო კუთხითაც უმნიშვნელოვანესი მატჩია, მისი ჯანმრთელობით გარისკვას არ ვაპირებ და თუ სამედიცინო შტაბისგან ოპტიმისტურ ცნობებს არ მივიღებთ, ძირითადში ალექსანდრის დაყენებისგან თავს მაქსიმალურად შევიკავებ.

ცნობისათვის, ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ ჟერმენის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 8 შეხვედრაში 2 გოლითა და 2 საგოლე პასით გამოიჩინა თავი. რაც შეეხება გიორგი მიქაუტაძეს, მის ანგარიშზე „ლიონში“ 10 გოლი და 1 საგოლე პასია. „ლიონი“ - „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩი ხვალ, თბილისის დროით 23:45 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოსთან მატჩის წინ - სომხეთის ნაკრები მიქაუტაძის ყოფილ მწვრთნელს ჩააბარეს
საქართველოსთან მატჩის წინ - სომხეთის ნაკრები მიქაუტაძის ყოფილ მწვრთნელს ჩააბარეს