Elnacional: სლოტმა მამარდაშვილთან ერთად ვალენსიას მეორე ფეხბურთელიც მოითხოვა
ესპანური elnacional-ი წერს, რომ არნე სლოტმა „ვალენსიადან“ გიორგი მამარდაშვილის გარდა, „ღამურების“ ცენტრალური მცველის კრისტიან მოსკერას შეძენაც მოითხოვა.
„ლივერპულმა ზაფხულის პირველი ტრანსფერი უკვე განახორციელა და ეს გიორგი მამარდაშვილია. ქართელი მეკარე იჯარით სეზონის ბოლომდე ვალენსიაში დარჩა, სადაც ის ქომაგების უდავო კერპია. EA Sports-ის ვერსიით მამარდაშვილი ევროპისა და ლა ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ ითვლება.
არნე სლოტი მას ალისონის შემცვლელად მიიჩნევს, რომელიც უკვე 32 წლისაა და ტრავმები ხშირად აწუხებს.
არნე სლოტს ვალენსიადან მხოლოდ მამარდაშვილის დამატება არ სურს. მას ვირჯილ ვან დაიკის შემცვლელის გაფორმებაც აქვს მიზნად, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება. მერსისაიდელებს კრისტიან მოსკერას ტრანსფერის გაჩარხვაც სურთ.
სლოტმა მამარდაშვილთან ერთად მისი ტრანსფერიც მოითხოვა. მას სჯერა, რომ მოსკერა ლივერპულელთა დაცვის ცენტრს გააძლიერებს.
მისი შეძენა 20 მილიონად ან უფრო ნაკლებად იქნება შესაძლებელი. მადრიდის ატლეტიკო და მანჩესტერ იუნაიტედი მოსკერასთვის ბრძოლაში უკვე ჩართულები არიან“.
- წერს ესპანური გამოცემა.