დიეგო ლოპესი
Aa
Aa

ორი წონის ჩემპიონობა აგვიკრძალეს - დიეგო ლოპესის აღიარება

ილია თოფურიას მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომელმაც ქვემსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ტიტული ვაკანტური გახადა და მსუბუქ წონით დივიზიონში გადავიდა, შერეული ორთაბრძოლების სამყაროში დიდი რეზონანსი გამოიწვია. „ელ მატადორის“ საქციელით ჯერჯერობით ყველაზე მოგებული დიეგო ლოპესი დარჩა, რომელმაც ტიტულისთვის ბრძოლის შანსი მიიღო და აპრილში ამ სპორტის ლეგენდას, ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაუპირისპირდება. როდესაც ბრძოლის შესახებ ლოპესთან ინტერვიუს ჩასაწერად მივიდნენ, მისგან სხვა თემაზეც საინტერესო კომენტარი მოისმინეს.

რას ამბობს ლოპესი

UFC-ის ხელმძღვანელებმა კატეგორიულად გაგვაფრთხილეს, რომ ორი წონითი დივიზიონის ჩემპიონობაზე პრეტენზიების გაცხადება ამიერიდან შეუძლებელი იქნება. თუ გსურს სხვა წონის ქამარიც მოიპოვო, მაშინ იმ წონის ჩემპიონის ტიტული, სადაც აქამდე იბრძოდი, ვაკანტური უნდა გახადო. ზუსტად ასეთი ინსტრუქციები გვაქვს მოცემული და თოფურიას გადაწყვეტილებაც ალბათ ამით იყო განპირობებული.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მებრძოლი, რომელმაც ორი წონითი დივიზიონის ჩემპიონობა მოინდომა, ალექსანდრ ვოლკანოვსკი გახლდათ, თუმცა 2023 წელს მსუბუქ წონაში ასული ავსტრალიელის ორივე მცდელობა დაემარცხებინა ისლამ მახაჩევი, უშედეგო აღმოჩნდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მნიშვნელობა არა აქვს, ვისთან იჩხუბებს - ილიას უარს არ ეტყვის“ - მახაჩევის მწვრთნელი
„მნიშვნელობა არა აქვს, ვისთან იჩხუბებს - ილიას უარს არ ეტყვის“ - მახაჩევის მწვრთნელი