გოგა ბითაძე
Aa
Aa

ბითაძის 4 ქულა - ორლანდო მემფისთან დამარცხდა

გოგა ბითაძეს ბოლო პერიოდში „ორლანდოს“ მთავარი მწვრთნელი ჯამალ მოსლი იმდენ სათამაშო დროს აღარ აძლევს, რამდენსაც ტრავმის მიღებამდე აძლევდა, რაც 25 წლის ქართველი კალათბურთელის შედეგიანობაზე პირდაპირპროპორციულად აისახება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ გოგას ნაკლებად დატვირთვის პირობებში „მეჯიქი“ მატჩებს ძველებური სიხშირით ვეღარ იგებს, რაც იმის საწინდარი უნდა გახდეს, რომ ის უახლოეს პერიოდში კვლავაც მწვრთნელის ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენად იქცევა.

ბითაძემ დღეს დილით „მემფისთან“ (104:105) დაძაბულ ბრძოლაში წაგებულ შეხვედრაში პარკეტზე 18 წუთი გაატარა და 4 ქულა, 5 მოხსნა და 4 დაფარება დააგროვა. მან ორიდან ორი ორქულიანი გამოიყენა, პერიმეტრიდან და საჯარიმოს ხაზიდან კი არც ერთხელ არ უსვრია. ხუთი მოხსნიდან გოგამ ოთხი დაცვაში, ერთი თავდასხმაში თამაშისას შეასრულა და სამი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

58 თამაშის შემდეგ 28 მოგებითა და 30 მარცხით „ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა და პლეი ოფში მოსახვედრად იბრძვის. მომდევნო მატჩს „მეჯიქი“ საკუთარ დარბაზში „ვაშინგტონ ვიზარდსთან“ გამართავს, რომელიც თბილისის დროით, ორშაბათს, გამთენიისას, 03:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
უმნიშვნელოვანესი მოგება დაძაბულ მატჩში | საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზეა
უმნიშვნელოვანესი მოგება დაძაბულ მატჩში | საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზეა