„ძალიან ამაყი ვარ ჩემი გუნდით“ - თორნიკე შენგელია
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ პრესკონფერენციაზე დანიასთან მოგებული ურთულესი მატჩი (62:60) და ევრობასკეტის საგზურის მოპოვება შეაფასა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა დანიასთან გამარჯვებით ევროპის ჩემპიონატზე თამაში გაინაღდა.
შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი ბელგრადში, სერბეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, თუმცა გადაწყვეტი მნიშვნელობა ამ მატჩს აღარ ექნება.