თორნიკე შენგელია, დუდა სანაძე, ალეკსანდარ ჯიკიჩი
Aa
Aa

უმნიშვნელოვანესი მოგება დაძაბულ მატჩში | საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზეა

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლოსწინა ტურში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა დანიის ნაკრებს უმასპინძლა და 62:60 დაამარცხა, რითაც ევროპის ჩემპიონატის საგზური გაინაღდა.

საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი გაიფორმა - 19 ქულა, 13 მოხსნა, 3 ასისტი. დუდა სანაძემ 16 ქულას 4 მოხსნა მიამატა, დანიელების მხრიდან კი ყველაზე მეტი - 14 ქულა კევინ ლარსენმა ჩააგდო.

5 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 8 ქულა აქვს, სატურნირო ცხრილი კი ასე გამოიყურება:
სერბეთი 10 ქულა
საქართველო 8
ფინეთი 6 ქულა
დანია 6

შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი ბელგრადში, სერბეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, თუმცა გადაწყვეტი მნიშვნელობა ამ მატჩს აღარ ექნება. 

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეექვსედ იასპარეზებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ორლანდოს საშინაო გამარჯვება - ბითაძის მოხსნები და დაფარებები
ორლანდოს საშინაო გამარჯვება - ბითაძის მოხსნები და დაფარებები