პეპ გუარდიოლა, კევინ დე ბრუინი
Aa
Aa

მზად იყო და არ ვათამაშე - გუარდიოლა დე ბრუინზე

„სანტიაგო ბერნაბეუზე“ „რეალთან“ (1:3) განცდილი მარცხისა და ჩემპიონთა ლიგიდან გამოთიშვის შემდეგ, ბუნებრივია „მანჩესტერ სიტის“ კატალონიელ დამრიგებელს პეპ გუარდიოლას მასთან დაკავშირებული საკმაოდ ბევრი კრიტიკული მოსაზრების მოსმენა უწევს. „ქალაქელების“ მთავარ მწვრთნელს განსაკუთრებით კევინ დე ბრუინის კლასის მოთამაშის თადარიგში დატოვებას საყვედურობენ და თუ რატომ არ ჩართო ვეტერანი ბელგიელი ნახევარმცველი ცვლილებაზე მაინც თამაშში, ამაზე პეპმა ასეთი პასუხი გასცა:

„ტრავმა ნამდვილად არ ჰქონია და საასპარეზოდ მზად ასი პროცენტით იყო. მისი სათადარიგო სკამზე დატოვება ჩემი პირადი გადაწყვეტილება გახლდათ, რომლის თაობაზეც ახსნა-განმარტებების გაკეთებას არ ვაპირებ. მან „რეალთან“ საშინაო შეხვედრაში ითამაშა, რადგან ვფიქრობდი, რომ საამისოდ მზად იყო. მე კევინთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაკავშირებს და უბრალოდ არ შემიძლია მისი მადლიერი არ ვიყო იმისთვის, რაც ჩემთვის და „მანჩესტერ სიტისთვის“ გააკეთა, უბრალოდ ამ ეტაპზე დე ბრუინის გამოყენება საჭიროდ არ ჩავთვალე“.

კევინ დე ბრუინმა „მანჩესტერ სიტიში“ ასპარეზობისას 6-ჯერ ინგლისის პრემიერ ლიგა, 2-ჯერ ასოციაციის თასი, 5-ჯერ ლიგის თასი, 2-ჯერ ინგლისის სუპერ თასი და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
გუარდიოლა 8 მოთამაშის გაშვებას აპირებს - Mirror
გუარდიოლა 8 მოთამაშის გაშვებას აპირებს - Mirror