წარმატებული სტარტი ერთა ლიგაზე | ქალთა ნაკრებმა ანდორა დაამარცხა
ერთა ლიგის პირველი ტურის მატჩში საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები შინ ანდორის ნაკრებს დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.
მატჩის პირველი გოლი 69-ე წუთზე ლაია სოლემ გაიტანა, 83-ე წუთზე კი მაიკო ბებიამ თეონა ბაქრაძის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ზუსტად შეასრულა და წონასწორობა აღადგინა. 87-ე წუთზე თეონა ბაქრაძემ გამარჯვების გოლი გაიტანა და ირის ანტმანის გუნდს ერთა ლიგის ამ გათამაშებაში პირველი 3 ქულა მოუტანა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: თათია გაბუნია, გვანცა ქადაგიშვილი (ირინა ხაბურზანია, 67), ნინო ჩხარტიშვილი, სალომე გასვიანი, მარიამ კალანდაძე, ნათია დანელია, ტატიანა მატვეევა (ანანო წიქარიძე, 75) , თინათინ ამბალია, მაიკო ბებია, თეონა ბაქრაძე, ნინო ბუხრიკიძე.
სათადარიგოები: ეკა თაბაგარი, სვეტლანა გაბელაია, თამარ ქველიძე, სოფიკო ნარსია, ელენე ბოლქვაძე, ანი აკობიძე, ნინო პასიკაშვილი, ლიზი კანკია, ლიზი მწყერაშვილი, კესო მეტონიძე.
მომდევნო მატჩს ირის ანტმანის გუნდი 25 თებერვალს, სტუმრად, კვიპროსის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
2025 წლის ერთა ლიგის C ლიგის გათამაშებაში საქართველოს ნაკრები მეორე ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ანდორას, კვიპროსს და მალტას დაუპირისპირდება. C ლიგა ექვსი ჯგუფისგან შედგება და B ლიგის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები მოიპოვებენ. დაწინაურების დამატებით შანსს მიიღებს ორი საუკეთესო მეორეადგილოსანი, რომლებიც პლეი-ოფში B ლიგის მესამეადგილოსნებს დაუპირისპირდებიან.