მარკინიოსი
Aa
Aa

„შევეცდებით, შემდეგ ეტაპზე გავიდეთ“ - მარკინიოსი

„პარი სენ-ჟერმენის“ კაპიტანმა, მარკინიოსმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის წილისყრა შეაფასა, რომლის მიხედვითაც ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს „ლივერპული“ შეხვდა.

ბრაზილიელი მცველის თქმით, „ლივერპული“ გამოცდილი გუნდია, ამიტომ მათ წინ ორი დიდი მატჩი ელოდებათ.

მარკინიოსი:

„ჩემპიონთა ლიგაზე ყოველთვის დიდ გუნდებს ეთამაშები. თუ ამ ტურნირის მოგება გსურს, ძლიერი მეტოქეების დამარცხება მოგიწევს და ჩვენ ამისთვის მზად ვართ. შევეცდებით, შემდეგ ეტაპზე გავიდეთ.

ვფიქრობ, ბოლო კვირებში ჩვენ საგრძნობლად მოვუმატეთ. ახლა სეზონის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იწყება. გუნდში კარგი განწყობაა. კოლექტიურ თამაშში მოვუმატეთ და ეს შედეგებიდანაც ჩანს. მწვრთნელი როტაციას მიმართავს, მაგრამ გუნდში განწყობა არ იცვლება და არც ინტენსივობის დონე იკლებს. ჩემპიონთა ლიგაზე „ბრესტთან“ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ პსჟ უმატებს.

მადლობას ვუხდი გულშემატკივრებს, ისინი კარგ და რთულ მომენტებშიც ჩვენ გვერდით არიან. დარწმუნებული ვარ, „ლივერპულთან“ საშინაო მატჩშიც ისინი ბოლო წუთამდე გაგვამხნევებენ“.

შეგახსენებთ, რომ მერვედფინალის პირველი მატჩები 4-5 მარტს, განმეორებითი მატჩები კი 11-12 მარტს გაიმართება. პარიზელები პირველ შეხვედრას საკუთარ მოედანზე ჩაატარებენ, საპასუხოს კი ინგლისში.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
პსჟ VS ლივერპული - ურთიერთშეხვედრების ისტორია
პსჟ VS ლივერპული - ურთიერთშეხვედრების ისტორია