ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, რენატო მოიკანო
Aa
Aa

„სატიტულო ჩხუბს ჯერ არ მისცემენ“ - მოიკანო თოფურიაზე

UFC-ის ბრაზილიელი მებრძოლი, რენატო მოიკანო, რომელიც მსუბუქ წონით დივიზიონში ასპარეზობს, ამავე წონაში ილია თოფურიას გადმოსვლას გამოეხმაურა.

რენატო მოიკანო:

„თოფურია ამბობს, რომ ქვემსუბუქი წონის ჩაბარება აღარ შეუძლია - ეს ტყუილია, იმიტომ რომ თოფურია ქვემსუბუქი წონისთვისაც პატარაა. რა თქმა უნდა, ილია სატიტულო ჩხუბი სურს, მაგრამ არა მგონია, რომ იგივე სურდეს მახაჩევს. ისლამს უკვე ნათქვამი აქვს, რომ სატიტულო ჩხუბამდე თოფურიამ მსუბუქ წონაში 1-2 ჩხუბი უნდა გამართოს.

UFC-ის ისტორიაში ორმაგი ჩემპიონები გვინახავს. თუ UFC თოფურია-მახაჩევის ჩხუბს შეათანხმებდა, ილიას ქამარზე უარის თქმა არ დასჭირდებოდა, მაგრამ ქამარი ვაკანტურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ილიას პირდაპირ სატიტულო ჩხუბს არ მისცემენ.

ვფიქრობ, მან ჩარლზ ოლივეირასთან ან არმან ცარუკიანთან უნდა იჩხუბოს. ოლივეირა უფრო საინტერესოდ გამოიყურება, მისი რეკლამირება უფრო მარტივია. გარდა ამისა, „დუ ბრონქსის“ წინააღმდეგ „მატადორს“ უფრო მეტი შანსი ექნება“.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარი ვაკანტური გახადა და კარიერის მსუბუქ წონით დივიზიონში გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მნიშვნელობა არა აქვს, ვისთან იჩხუბებს - ილიას უარს არ ეტყვის“ - მახაჩევის მწვრთნელი
„მნიშვნელობა არა აქვს, ვისთან იჩხუბებს - ილიას უარს არ ეტყვის“ - მახაჩევის მწვრთნელი