ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

ფლიკი: კლასიკო ფინალში? ამაზე ახლა საუბარი არასერიოზულია

ჰანსი ფლიკმა ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალების წილისყრის შემდეგ, „ბარსას“ მეტოქე შეაფასა და ფინალამდე არსებულ გზაზე ისაუბრა. ასევე „რეალთან“ შესაძლო ფინალზე.

„ეს რთული მატჩები იქნება, ბენფიკა ძალიან კარგად თამაშობს. ჩვენ ეს ყველაფერი ვნახეთ. ამ ეტაპზე ადვილი მეტოქეები აღარ არ არიან. ყველას წინ რთული მატჩები გველის.

რეალთან შესაძლო ფინალი? ამაზე ახლა საუბარი ნაადრევი და არასერიოზულია. პირველ რიგში ფინალამდე უნდა მიხვიდე. ეს არის ჩვენი მიზანი. და იქ ვინ იქნება მეტოქე, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ახლა იმის თქმა შემიძლია, რომ ბენფიკა ძალიან კარგი გუნდია“.

- განაცხადა ფლიკმა.

მერვედფინალის პირველი მატჩები 4-5 მარტსა და 11-12 მარტს გაიმართება. ამ წყვილიდან გასული 1/4-ფინალში „დორტმუნდი“ „ლილიდან“ გასულს დაუპირისპირდება.

ამ სეზონში ლიგის ფაზის ეტაპზე „ბენფიკა“ „ბარსელონას“ ლისაბონში დაუპირისპირდა და დრამატულ შეხვედრაში 4:5 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მის თამაშში ბევრი პოზიტივი იყო, ყველაზე მეტი მომენტი შექმნა“ - ფრანგული მედიის შეფასება
„მის თამაშში ბევრი პოზიტივი იყო, ყველაზე მეტი მომენტი შექმნა“ - ფრანგული მედიის შეფასება