არნე სლოტი
Aa
Aa

„პსჟ-სთან მატჩს საუკეთესო ფორმაში უნდა შევხვდეთ“ - არნე სლოტი

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის წილისყრა შეაფასა, რომლის მიხედვითაც მერსისაიდელებს ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ შეხვდა.

რა თქვა სლოტმა:

„ამ ეტაპზე რთულ მეტოქეს ველოდით და ასეც მოხდა - პსჟ-ს სახით შეგვხვდა გუნდი, რომელსაც ევროთასებზე დიდი გამოცდილება აქვს.

წინა კვირაში მათ ლამაზ სტილში მოიპოვეს მერვედფინალის საგზური, დიდი ანგარიშით დაამარცხეს „ბრესტი“ და ლიგის ეტაპზეც კარგი შედეგები ჰქონდათ - დაამარცხეს „შტუტგარტი“, „მანჩესტერ სიტი“, „ჟირონა“ და „ზალცბურგი“.

ისევე როგორც ჩვენ, პსჟ თავის ეროვნულ ჩემპიონატში ლიდერობს და დიდი ხანია, არ წაუგია. ამით ყველაფერია ნათქვამი იმ გამოწვევაზე, რომელიც ჩვენ წინაშე დგას და რომელსაც ჩვენ მოუთმენლად ველით, ვინაიდან სრულად დავიმსახურეთ მერვედფინალში ყოფნა.

რა თქმა უნდა, ჯერ პრემიერლიგის მატჩებზე ვართ კონცენტრირებულები, მათ შორის კვირას „სიტის“ წინააღმდეგ მატჩზე, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა პსჟ-სთან თამაშს საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ“.

შეგახსენებთ, რომ მერვედფინალის პირველი მატჩები 4-5 მარტს, განმეორებითი მატჩები კი 11-12 მარტს გაიმართება. პარიზელები პირველ შეხვედრას საკუთარ მოედანზე ჩაატარებენ, საპასუხოს კი ინგლისში.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კვარა ლივერპულის წინააღმდეგ! ლიგის 1/8-ფინალების წილისყრის შედეგები
კვარა ლივერპულის წინააღმდეგ! ლიგის 1/8-ფინალების წილისყრის შედეგები