ნოვაკ ჯოკოვიჩი
Aa
Aa

ჯოკოვიჩი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ წელს ერთი დიდი სლემი მაინც მოვიგო

დიდი სლემის ტურნირების 24-გზის გამარჯვებულმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა, რომელიც ამჟამად მსოფლიოს მე-7 ჩოგანია, წლევანდელ მიზნებზე ილაპარაკა.

სერბი ჩოგბურთელის თქმით, ის შეეცდება, რომ წელს დიდი სლემის 1 ტურნირი მაინც მოიგოს.

„უდავოა, რომ ალკარასი და სინერი ყველა დიდი სლემის გამარჯვების მთავარი ფავორიტები არიან. დანარჩენები შევეცდებით, რომ ისინი გავაკვირვოთ და ერთი ტურნირი მაინც მოვიგოთ. ეს მსხვილი ტურნირებია, რომლებიც ყველაზე დიდ მოტივაცია მაძლევს და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ წელს 1 დიდი სლემი მაინც მოვიგო - ვნახოთ, თუ გამომივა“, - თქვა ჯოკომ.

იანვრის ბოლოს, ტრავმის გამო, ნოლე ავსტრალიის პირველობას ნახევარფინალში ჩაეხსნა, 18 თებერვალს კი ის დოჰას ტურნირზე დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ კარიერის მანძილზე დიდი სლემის ტურნირების რეკორდსმენ ჯოკოვიჩს 10-ჯერ ავსტრალიის ღია პირველობა, 3-ჯერ როლან გაროსი, 7-ჯერ უიმბლდონი და 4-ჯერ ამერიკის ღია პირველობა აქვს მოგებული.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„უსამართლო გადაწყვეტილებაა“ - ჯოკოვიჩი სინერს გამოესარჩლა
„უსამართლო გადაწყვეტილებაა“ - ჯოკოვიჩი სინერს გამოესარჩლა