რომარიო, რონალდო
Aa
Aa

ორი ლეგენდის გულწრფელი დიალოგი - რონალდომ რომარიოსთან წარსული გაიხსენა

ბრაზილიური და მთლიანად მსოფლიო ფეხბურთის ორი ლეგენდის, რომარიოსა და რონალდოს დიალოგი როგორც მოსალოდნელი იყო, საინტერესო გამოდგა. თანამემამულესთან პოდკასტში სტუმრად მისულმა ლუის ნაზარიო დე ლიმამ ბრაზილიის ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელ ლუიშ ფელიპე სკოლარისთან დაკავშირებული საინტერესო ისტორია გაიხსენა და ასევე აღნიშნა, თუ რამდენად ენატრება 90-იანი წლების ფეხბურთი და მაშინდელი ქომაგები.

ბარსელონა

ამ გუნდში დასამახსოვრებელი სეზონი ჩავატარე და სამი ტურნირი მოვიგე, რის შემდეგაც თითქოს კლუბის ხელმძღვანელობასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საბოლოოდ მოლაპარაკებული ვიყავი, მაგრამ ზუსტად ხუთ დღეში ისინი უკვე სხვანაირად ალაპარაკდნენ და „ინტერში“ გადასვლა მომიწია. არადა, „ბლაუგრანას“ მდიდარი ისტორიის შექმნაში ბრაზილიელებს დიდი წვლილი მიგვიძღვის - ჩემს გარდა რივალდო, რონალდინიოს და ნეიმარის ხსენებაც კმარა. ამ გუნდს ყოველთვის ყველაზე მწვავედ მენეჯნენტის პრობლემა ჰქონდა.

ზინედინ ზიდანი

საუკეთესო ფეხბურთელი, რომლის გვერდითაც მითამაშია? ულაპარაკოდ ზინედინ ზიდანი. ის ძალიან ტექნიკური გახლდათ და მოედანზე ყველაფერს მარტივად აკეთებდა. გარდა ამისა, მინდა გამოვარჩიო რონალდინიო, რომელსაც ასევე ფენომენალური შესაძლებლობები გააჩნდა.

ტომას გრავესენი

ყველაზე ცუდ ფეხბურთელად კი, რომელსაც ჩემთან ერთად უთამაშია, ყოველგვარი მორიდების გარეშე შემიძლია ტომას გრავესენის დასახელება. მახსოვს ერთხელ პოკერის ტურნირში 50 მილიონი დოლარი მოიგო, თუმცა ფეხბურთის გაგებაში არ არის - მახსოვს ვარჯიშების დროს რამდენჯერმე მეუხეშა და ისეთ რაღაცეები გამიკეთა, რაც თანაგუნდელს არ უნდა აკადრო.

ლუიშ ფელიპე სკოლარი

ერთ-ერთი ვარჯიშის დროს, ფელიპაომ ყველა ფეხბურთელს დაგვავალა წვივის დამცავები გაგვეკეთებინა. ამაზე გვეცინებოდა და როდესაც სხვა მხარეს გაიხედებოდა, ყველა ვმხიარულობდით. მე არ გამიკეთებია წვივის დამცავები, რაც მალევე შეამჩნია, ვარჯიში გააჩერა და თქვა: „რომარიო არ გამომიძახებია, მაგრამ მგონი მისი სული რონალდოში ჩასახლდა“.

თანამედროვე სელესაო

ძალიან მომწონს და ვაფასებ ნეიმარს - ის თამაშის გამწვავებაზე უშიშრად მიდის და აქვს ის განსაკუთრებული თვისებები, რითაც ახალგაზრდებისთვის სამაგალითო ხდება. იმედია, „სანტოსში“ ძველებურ კონდიციებს აღიდგენს, რადგან მისი ფორმაში ყოფნა ბრაზილიის ნაკრებს სწორ გზაზე დააბრუნებს. ასევე გამოვყოფ ვინისიუსს, რადგან რასაც ის „რეალში“ აკეთებს, უბრალოდ ფანტასტიკაა.

რომარიოსა და რონალდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში ერთად არ უთამაშიათ. 1994 წლის მუნდიალზე, რომელიც სელესაოს გამარჯვებით დასრულდა, რომარიომ შვიდიდან ხუთ მატჩში გაიტანა გოლი, ლუის ნაზარიო კი განაცხადში იყო, თუმცა ერთი წუთიც არ უთამაშია.  1998 და 2002 წლის ჩემპიონატებზე კი რომარიო ჯერ მარიო ზაგალომ, შემდეგ კი ლუიშ ფელიპე სკოლარიმ არ შეიყვანა განაცხადში.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
საუკეთესო ტრანსფერი, იახტა და უცნაური ჩვევები - საინტერესო ფაქტები ფლორენტინო პერესზე
საუკეთესო ტრანსფერი, იახტა და უცნაური ჩვევები - საინტერესო ფაქტები ფლორენტინო პერესზე