კვარა ლივერპულის წინააღმდეგ! ლიგის 1/8-ფინალების წილისყრის შედეგები
დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც საპლეიოფო წყვილები მივიღეთ.
ჩვენთვის ყველაზე დიდ ინტერესს ხვიჩა კვარაცხელიასა და პსჟ-ს მეტოქე იწვევდა, რომელიც „ლივერპული“ იქნება!
მერვედფინალის პირველი მატჩები 4-5 მარტსა და 11-12 მარტს გაიმართება. პარიზელები პირველ შეხვედრას საკუთარ მოედანზე ჩაატარებენ, საპასუხოს კი ინგლისში.
კვარასთვის „ლივერპული“ უცნობი მეტოქე არ არის. „ნაპოლისთან“ ერთად თავის სადებიუტო სეზონში ხვიჩამ „დიეგო მარადონაზე“ სპექტაკლი შემოგვთავაზა და „მერსისაიდელების“ 4:1 დამარცხებაში მთავარი როლი შეასრულა. „ენფილდზე“ კი 0:1 დამარცხდნენ.
რაც შეეხება სხვა წყვილებს, ასევე დიდ ინტერესს იწვევს...
გუნდები ასე დაწყვილდნენ:
ბრიუგე - ასტონ ვილა
დორტმუნდი - ლილი
რეალი - ატლეტიკო
ბაიერნი - ლევერკუზენი
პსვ - არსენალი
ფეიენოორდი - ინტერი
პსჟ - ლივერპული
ბენფიკა - ბარსელონა
ბადე ცნობილია: მოსალოდნელი 1/4-ფინალური წყვილები:
1) პსჟ ლივერპული vs ბრიუგე ასტონ ვილა
2) პსვ არსენალი vs ატლეტიკო რეალი
------------
3) ბენფიკა ბარსელონა vs დორტმუნდი ლილი
4) ბაიერნი ლევერკუზენი vs ფეიენოორდი ინტერი
რაც შეეხება ნახევარფინალებს:
პირველი ოთხეული მეორე ოთხეულს შეხვდება. ხოლო მესამე ოთხეული მეოთხეს.
ფინალი მიუნხენში „ალიანს არენაზე" (31 მაისს) გაიმართება.
ამ ყველაფრის ფონზე შეიძლება ითქვას, რომ ფავორიტებიდან შედარებით ყველაზე მარტივი გზა „ბარსელონას“ შეხვდა.