გიორგი რობაქიძე
Aa
Aa

ქართველი ფეხბურთელი უკრაინაში | რობაქიძე ჩერნომორეცში ითამაშებს

უკრაინულ ოდესის „ჩერნომორეცში’’ 19 წლის ქართველი ფეხბურთელი გიორგი რობაქიძე ითამაშებს. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, რობაქიძემ 18-ნომრიანი მაისური აირჩია.

რობაქიძე თბილისის „დინამოს’’ აკადემიის აღზრდილია. პროფესიულ დონეზე ფოთის „კოლხეთსა’’ და თბილისის „ვიტ ჯორჯიაში’’ უთამაშია.

რობაქიძემ საქართველოს 17-წლამდე ნაკრებში 7 მატჩი ჩაატარა.

 

ასევე გეტყვით, რომ „ჩერნომორეცში'' რობაქიძეს ლუკა ლაცაბიძე დახვდა, ამპლუით ცენტრალური მცველი დონეცკის „შახტარის'' საკუთრებაა და ოდესურ გუნდში იჯარით თამაშობს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კვარა ლივერპულის წინააღმდეგ! ლიგის 1/8-ფინალების წილისყრის შედეგები
კვარა ლივერპულის წინააღმდეგ! ლიგის 1/8-ფინალების წილისყრის შედეგები