გუარდიოლა 8 მოთამაშის გაშვებას აპირებს - Mirror
„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი, პეპ გუარდიოლა მზად არის ძირითადი შემადგენლობის 8 ფეხბურთელს დაემშვიდობოს.
როგორც Mirror-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, სიაში პირველი 29 წლის ჯეკ გრილიშია.
ინგლისელი ვინგერის გარდა, „ქალაქელებმა“ შესაძლოა კევინ დე ბრუინს, ბერნანდუ სილვას, ჯონ სტოუნსს, მატეო კოვაჩიჩს, ილქაი გიუნდოგანს, ედერსონსა და კაილი უოკერს გაყიდონ.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერს სიტი“ მადრიდის „რეალთან“ დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ვერ გავიდა. 2016 წელს, გუარდიოლას მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, ეს პირველად მოხდა.
ინგლისის პრემიერ ლიგის 25 ტურის შემდეგ, „სიტის“ 44 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს.