დუბუა პარკერთან ჩხუბს ჩაეხსნა
სუპერმძიმე წონაში IBF-ის ჩემპიონი, დანიელ დუბუა ავადმყოფობის გამო, ჯოზეფ პარკერთან ჩხუბს ჩაეხსნა. ამის შესახებ Boxing Scene წერს.
გამოცემის ცნობით, ბრიტანელი მოკრივეს ინფექცია აღმოაჩნდა. ჩხუბი 22 თებერვალს უნდა გამართულიყო.
გავრცელებული ინფორმაციით, პარკერთან მის ნაცვლად, კონგოელი მარტინ ბაკოლე იჩხუბებს
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 22 სექტემბერს, 27 წლის დუბუამ ენტონი ჯოშუა დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
რაც შეეხება ახალ ზელანდიელ პარკერს, ის 2016-დან 2018 წლამდე WBO-ს ჩემპიონი იყო, შემდეგ კი ეს ტიტული სწორედ ჯოშუასთან დათმო.