ლევან ჩოხელი
Aa
Aa

UFC-სთან მოლაპარაკებას ვაწარმოებ | ჩოხელი PFC-ის ტიტულისთვის იბრძოლებს

MMA-ს ქართველმა მებრძოლმა ლევან ჩოხელმა Instagram-ში დაწერა, რომ UFC-სთან მოლაპარაკებას აწარმოებს და ამ მოლაპარაკების წარმატებით დასრულებისთვის გამარჯვების სერიაა მნიშვნელოვანი. ლევანი შემდეგ ბრძოლას 24 მაისს გამართავს.

ლევან ჩოხელი: „მოგესალმებით! დავბრუნდი და მზად ვარ გავაგრძელო ჩემი საქმე, ოფიციალურად დავასრულე ბელატორთან თანამშრომლობა, ახლა მიმდინარეობს UFC-სთან მოლაპარაკება, რომლებიც დაინტერესებული არიან ჩემით და მხოლოდ გამარჯვების სერია გვაშორებს მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებამდე. ჩემი შემდეგი ბრძოლა გერმანიაში ჩაინიშნა, ქალაქ კასელში, 24 მაისს, PFC-ის ტიტულისთვის. ბრძოლისთვის მზადება უკვე დაწყებულია და მთლიანად ფოკუსირებული ვარ ღირსეულ გამარჯვებაზე! შევხვდებით გერმანიაში!''

28 წლის ჩოხელმა ბოლო ბრძოლა სექტემბერში ბელატორში გამართა, სადაც ტექნიკური ნოკაუტით ლორენზ ლარკინმა პირველივე რაუნდში დაამარცხა. რაც შეეხება ზოგადად კარიერას, მის ანგარიშზე 13 გამარჯვება და 3 მარცხია.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მნიშვნელობა არა აქვს, ვისთან იჩხუბებს - ილიას უარს არ ეტყვის“ - მახაჩევის მწვრთნელი
„მნიშვნელობა არა აქვს, ვისთან იჩხუბებს - ილიას უარს არ ეტყვის“ - მახაჩევის მწვრთნელი