ფეიენოორდს რობინ ვან პერსი ჩაიბარებს - Athletic
Aa
Aa

ფეიენოორდს რობინ ვან პერსი ჩაიბარებს - Athletic

რობინ ვან პერსი „ფეიენოორდს“ გაწვრთნის. ამის შესახებ Athletic-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, როტერდამულმა გუნდმა 41 წლის ჰოლანდიელ სპეციალისტთან პრინციპულ შეთანხმებას უკვე მიაღწია.

ვან პერსი „ფეიენოორდში“ „ჰერენვენიდან“ გადავა, რომელიც 2024 წლის მაისში ჩაიბარა.

რობინის თანაშემწე რენე ჰეიკი გახდება, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედში“ ერიკ ტენ ჰაგის ასისტენტი იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ორივე მათგანი „ფეიენოორდთან“ კონტრაქტს 2027 წლამდე გააფორმებენ.

შეგახსენებთ, რომ ვან პერსი „ფეიენოორდის“ ახალგაზრდულ და მთავარ გუნდში 1998-დან 2004 წლამდე თამაშობდა და პროფესიონალური კარიერა სწორედ იქ დაიწყო. ამასთან, 2021-დან 2024 წლამდე ის „ფეიენოორდის“ ახალგაზრულ გუნდებს ავარჯიშებდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მის თამაშში ბევრი პოზიტივი იყო, ყველაზე მეტი მომენტი შექმნა“ - ფრანგული მედიის შეფასება
„მის თამაშში ბევრი პოზიტივი იყო, ყველაზე მეტი მომენტი შექმნა“ - ფრანგული მედიის შეფასება