ტრამპის განკარგულებით ამერიკელი გმირების ეროვნულ პარკში კობი ბრაიანტის ქანდაკება დაიდგმება
ამერიკელი გმირების ეროვნულ პარკში კობი ბრაიანტის ქანდაკება დაიდგმება. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„გასულ თვეში ხელი მოვაწერე განკარგულებას, ეს იქნება ლამაზი ახალი ქანდაკებების პარკი. ეს წარმოუდგენელი იქნება“.
აღსანიშნავია, რომ კობი ერთადერთი კალათბურთელია, რომელიც სიაში მოხვდა. ტრამპმა სპორტსმენებს შორის ასევე დაასახელა მუჰამედ ალი და ბეისბოლის მოთამაშე ჯეკი რობინსონი.
„ჩვენ შევქმნით ხელოვნების ულამაზეს ნიმუშებს ქანდაკებების სახით, სადაც ვიხილავთ - ჯეკი რობინსონს, მარტინ ლუთერ კინგ უმცროსს, მუჰამედ ალის და კობი ბრაიანტს ხალხს უყვარს კობი ბრაიანტი. ნამდვილი ამერიკელი გმირები, რომლებიც ხალხს შთააგონებდნენ“.
- განაცხადა ტრამპმა.
President Trump announces the National Garden of American Heroes will have the following statues of African American icons:
— Benny Johnson (@bennyjohnson) February 20, 2025
- Harriet Tubman
- Rosa Parks
- Billie Holiday
- Aretha Franklin
- Coretta Scott King
- Frederick Douglass
- Jackie Robinson
- Martin Luther King Jr.
-… pic.twitter.com/DE0W7wuv8n
2020 წლის 26 იანვარს, კობი ბრაიანტი კალაბასასში მომხდარ ავიაკატასტროფას ემსხვერპლა და მასთან ერთად, ჯონ ალტობელი, კერი ალტობელი, ალისა ალტობელი, პეიტონ ჩესტერი, სარა ჩესტერი, კრისტინა მაუსერი, არა ზობაიანი და ჯიანა ბრაიანტი დაიღუპნენ.
კალიფორნიის დროით დაახლოებით 09:06-ზე, ჯონ უეინის აეროპორტი ვერტმფრენმა დატოვა. მის ბორტზე 9 ადამიანი იმყოფებოდა და ისინი საკალათბურთო მატჩზე მიემგზავრებოდნენ. ჩანაწერების მიხედვით, ვერტმფრენს იგივე ფრენა წინა დღესაც შეუსრულებია, არანაირ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია და დანიშნულების პუნქტამდე მისასვლელად პილოტს 30 წუთი დასჭირვებია...