გიორგი გულიაშვილი
Aa
Aa

გულიაშვილი კანავაროსთან? - ზაგრების დინამო ქართველ შემტევს უმიზნებს

ბოსნიური Raport.ba ხორვატიულ PSK - Igraj kao prvak-ზე დაყრდნობით წერს, რომ ზაგრების „დინამო’’ გიორგი გულიაშვილით დაინტერესებულია, შესაძლოა ზაფხულში ქართველი ფორვარდი შეიძინოს.

ხორვატიულ კლუბში მარჯვენა გარემარბის პოზიცია პრობლემურია და გულიაშვილის დამატებით ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია. გიორგი უნივერსალია და ეს მას ბევრი სხვა შემტევისგან გამოარჩევს, შეტევაში თითქმის ყველა პოზიციაზე თამაშის გამოცდილება აქვს, მათ შორის მარჯვენა ფლანგზე, თუმცა ამ სეზონში მეტწილად 2-ფორვარდიან სქემაში ფორვარდის პოზიციაზე თამაშობს.

ხორვატიულმა მედიამ პირველად ზაგრების „დინამოს'' ინტერესზე გასული წლის ოქტომბერში დაწერა, როცა ქართველმა ფეხბურთელმა სეზონი შთამბეჭდავად დაიწყო და შემდეგ სტაბილურობა შეინარჩუნა.

ასევე გეტყვით, რომ ზაგრების „დინამოს'' მთავარი მწვრთნელი იტალიელი ფაბიო კანავაროა.

ბოსნიური მედიის ინფორმაციით, „სარაევო'' ქართველის სანაცვლოდ მინიმუმ მილიონ ევროს ითხოვს. მიმდინარე სეზონში გულიაშვილი პირეოსის „ოლიმპიაკოსს'', „ლანსს'', „სენტ-ეტიენსა'' და „ბოლონიას'' დაუკავშირეს.

23 წლის ქართველი შემტევი ბრწყინვალე სეზონს ატარებს, ბოსნიის ჩემპიონატსა და თასზე საერთო ჯამში 19 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა. სამწუხაროდ, სამი პენალტი ვერ გამოიყენა. სამივე რომ გაეტანა, სტატისტიკა კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა. ბოსნიის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში 12 გოლით პირველზეა.

ფეხბურთელი, რომელიც შემოდგომაზე ვილი სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში მიიწვია, Transfermarkt-ის მონაცემებით 1,5 მილიონი ევრო ღირს.

გასული წლის დეკემბერში „სარაევოსთან'' ახალი კონტრაქტი 2028 წლის 31 მაისამდე გააფორმა.

ასევე გეტყვით, რომ CrystalSport-ი უახლოეს დღეებში „სარაევოს'' მთავარ მწვრთნელ ზორან ზეკიჩთან გიორგი გულიაშვილის შესახებ ინტერვიუს შემოგთავაზებთ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
სარაევო გულიაშვილის სანაცვლოდ მილიონს ითხოვს | უარი ბულგარულ კლუბს
სარაევო გულიაშვილის სანაცვლოდ მილიონს ითხოვს | უარი ბულგარულ კლუბს