ილია თოფურია, ჩარლზ ოლივეირა, ისლამ მახაჩევი, დასტინ პორიე
Aa
Aa

„ილიამ ჯერ პორიე ან ოლივეირა უნდა დაამარცხოს“ - მახაჩევის მენეჯერი

ისლამ მახაჩევის მენეჯერმა რიზვან მაგომედოვმა ილია თოფურიასთან შესაძლო დაპირისპირების შესახებ ისაუბრა. მას შემდეგ, რაც „ელ მატადორმა“ ქვემსუბუქი წონის დივიზიონი დატოვა და საშუალო წონაში ავიდა, MMA-ს სამყარო ამ მოსალოდნელ ჩხუბზე შეუჩერებლად წერს.

რიზვან მაგომედოვმა ბრძოლის პირობები დაასახელა, რომლის შესრულებაც ილიას მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათთვის თოფურიასთან ჩხუბი მიუღებელი იქნება.

„თოფურიამ უნდა დაამარცხოს პორიე ან ოლივეირა, რომ მსუბუქ წონაში ლეგიტიმური გახდეს. ჩვენ არ ვაპირებთ კიდევ ერთ ქვემსუბუქი წონის წარმომადგენლის დამარცხებას. ეს ადრე უკვე გავაკეთეთ.

ჩვენ გვჭირდება დიდი ბრძოლა, რომელიც ყველას სარგებელს მოუტანს. უკვე მივეცით შანსი ალექს ვოლკანოვსკის“.

- წერს რიზვან მაგომედოვი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ქვემსუბუქი წონიდან ილია თოფურიას წასვლის შემდეგ, საჩემპიონო ქამარი ვაკანტურია, რომლისთვისაც ერთმანეთს ვოლკანოვსკი და ლოპესი დაუპირისპირდებიან. ჩხუბი UFC 314-ზე, 12 აპრილს, მაიამიში გაიმართება და ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„წონის დაფიქსირება აღარ შეუძლია“ - დენა უაითმა თოფურიაზე ისაუბრა
„წონის დაფიქსირება აღარ შეუძლია“ - დენა უაითმა თოფურიაზე ისაუბრა