ოქროს მედალი მსოფლიო თასზე - ირმა ხეცურიანმა წელი ბრწყინვალედ დაიწყო
ირმა ხეცურიანმა წელი ბრწყინვალედ დაიწყო. სან პაულუში ეტლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასზე, ხეცურიანმა დიდებულად იასპარეზა და საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებს 2025 წელს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
ქართველმა პარასპორტმენმა ნახევარფინალურ შეხვედრაში იტალიელი მეტოქე ჯულია მარკოვსკა დაამარცხა (15-5).
რაც შეეხება ფინალს, იქ ხეცურიანის მეტოქე ბელარუსი ანასტასია კასტიუჩკოვა იყო, რომელსაც 15-12 აჯობა და ოქროს მედალი გაიფორმა.
ირმა ხეცურიანი წლებია ეტლით ფარიკაობაში საქართველოს სახელით გამოდის და სპორტის ამ სახეობაში ერთ-ერთი პირველია, რომელმაც ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩინა. ის როგორც მსოფლიოს, ასევე ევროპის ჩემპიონია.
ბოლოს კი გეტყვით, რომ საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები სან პაულოს მსოფლიო თასზე გამოსვლას აგრძელებს. მომდევნო დღეებში მედლების მოსაპოვებლად ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი იბრძოლებენ.