ილია თოფურია, კონორ მაკგრეგორი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

თოფურია VS მახაჩევი | მოხსნის 180 მილიონიან რეკორდს?

დღეს ცნობილი გახდა, რომ ილია თოფურიამ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონი დატოვა და მსუბუქ წონაში გადაინაცვლა, სადაც მისი სამიზნე მოქმედი ჩემპიონი ისლამ მახაჩევი იქნება.

MMA-ს რეპორტიორი კევინ იოლე ამბობს, რომ მახაჩევისა და თოფურიას ბრძოლა წლის შუაში გაიმართება. არიელ ჰელვანი კი ამბობს, რომ ამ ეპოქალურ დაპირისპირებას წლის ბოლოს ელის, თუმცა არც ივნისის ბოლოს გამორიცხავს.

კევინ იოლე ვარაუდობს, რომ მახაჩევისა და თოფურიას ბრძოლა UFC-ის ისტორიაში ყველაზე დიდი მოვლენა იქნება.

„ეს იქნება ყველაზე დიდი ბრძოლა UFC-ის ისტორიაში. მაკგრეგორის ყველაზე დიდი ბრძოლა, რომელიც მას ოდესმე გაუმართავს - ეს ბრძოლა ამასაც აჯობებს“.

- ციტირებს იოლეს სიტყვებს essentiallysports-ი.

გამოცემა ასევე წერს, რომ მოსალოდნელია UFC 229-ზე გამართული ლეგენდარული ბრძოლა ხაბიბ ნურმაგომედოვსა და კონორ მაკგრეგორს შორის, რომელმაც ჯამში 180 მილიონი დოლარი გამოიმუშავა (გაყიდვებიდან 2.4 მილიონი დოლარი) მეორე ადგილზე გადაინაცვლებს და ამ რეკორდს სწორედ მახაჩევისა და თოფურიას ჩხუბი მოხსნის. დენა უაითის მიზანი სწორედ ესაა.

აქვე გეტყვით, რომ ქვემსუბუქ წონიდან ილია თოფურიას წასვლის შემდეგ, საჩემპიონო ქამარი ვაკანტურია, რომლისთვისაც დაპირისპირება ვოლკანოვსკისა და ლოპესს შორის შედგება. ჩხუბი UFC 314-ზე, 12 აპრილს, მაიამიში გაიმართება და ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ამის შესახებ მეც ახლახან გავიგე“ - ვოლკანოვსკი თოფურიას გადაწყვეტილებას ეხმაურება
„ამის შესახებ მეც ახლახან გავიგე“ - ვოლკანოვსკი თოფურიას გადაწყვეტილებას ეხმაურება