ხვიჩა კვარაცხელია, კილიან მბაპე
Aa
Aa

კვარა და მბაპე - სეზონის 8 „უნაკლო ათიანი“ - WhoScored-ის რჩეულები

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინის განმეორებით შეხვედრაში პსჟ-მ „ბრესტს“ 7:0 მოუგო, რაშიც თავისი სოლიდური წვლილი ხვიჩა კვარაცხელიამაც შეიტანა.

პრესტიჟულმა სტატისტიკურმა გამოცემა WhoScored-მა კვარას შეფასების სახით 10/10 დაუწერა, რაც ხვიჩას ისტორიულ შედეგს აფიქსირებინებს. ქართველის გარდა, პლეი-ინის მეორე რაუნდში უმაღლესი შეფასება კილიან მბაპემ მიიღო, რომელმაც „მანჩესტერ სიტის“ ჰეთ-თრიკი შეუსრულა.

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში, კვარაცხელია მე-8 ფეხბურთელი გახდა, რომელმაც შეფასების სახით „უნაკლო ათიანი“ დაიმსახურა. მთლიანი სია ასე გამოიყურება:

ჰარი კეინი - ბაიერნი vs დინამო ზაგრები

ქარიმ ადეიემი - დორტმუნდი vs სელტიკი

ვინისიუს ჟუნიორი - რეალი vs დორტმუნდი

მატეუშ ნუნეში - სიტი vs სპარტა

ალექს გრიმალდო - ლევერკუზენი vs ზალცბურგი

შარლ დე კეტელარე - ატალანტა vs იანგ ბოიზი

როდრიგო - რეალი vs ბრესტი

ხვიჩა კვარაცხელია - პსჟ vs ბრესტი

კილიან მბაპე - რეალი vs სიტი

გარდა ამისა, WhoScored-მა კვარაცხელია მთლიანად პლეი-ინის ორივე მატჩის ჯამის სიმბოლურ გუნდშიც დაასახელა.

ბოლოს კი გეტყვით, რომ 1/8-ფინალური წყვილების წილისყრა 21 თებერვალს (15:00) გაიმართება. პარიზელთა სავარაუდო მეტოქეები „ლივერპული“ და „ბარსელონა“ არიან.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კასანო: ნაპოლიმ კვარა ვერ შეცვალა, გუნდი რეალურად დასუსტდა
კასანო: ნაპოლიმ კვარა ვერ შეცვალა, გუნდი რეალურად დასუსტდა