ლუკა ბერულავა, ანასტასია მეტელკინა
Aa
Aa

ოქროს მედალი ჩელენჯერზე - მეტელკინა-ბერულავას წარმატება

ფიგურულ ციგურაობაში ქართული სპორტული წყვილი ჩელენჯერის თასის გამარჯვებული გახდა. ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას დუეტმა ორი პროგრამის ჯამში საუკეთესო შედეგი აჩვენა და 203,92 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და მეორე პოზიციაზე გასულ წყვილს, რომლებიც მასპინძელ ქვეყანას წარმოადგენდნენ, 35,85-ქულიანი ჰანდიკაპით აჯობეს.

მოკლე პროგრამა ბერულავამ და მეტელკინამ 70,85 ქულით ლიდერის რანგში დაასრულეს და პირველი პოზიცია არც თავისუფალ პროგრამაში დაუთმიათ, სადაც 133,34 ქულას მოუყარეს თავი. ანასტასია და ლუკა სპორტულ წყვილებს შორის მსოფლიო რეიტინგში მეშვიდე ადგილზე იმყოფებიან. მათ ევროპის წლევანდელ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, შარშან კი ვერცხლის პრიზიორები გახდნენ.

შეგახსენებთ, რომ ფიგურულ ციგურაობაში ქართველმა სპორტსმენმა უდიდეს წარმატებას რამდენიმე დღის წინ მიაღწია - ჩვენს ქვეყანაში გამართული ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული 15 წლის ინგა გურგენიძე გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს წარმატება უდიდესი გზის ლამაზი დასაწყისია“ - ინგა გურგენიძე
„ეს წარმატება უდიდესი გზის ლამაზი დასაწყისია“ - ინგა გურგენიძე