ალექს პერეირა, მაგომედ ანკალაევი, დენიელ კორმიე
Aa
Aa

„პერეირა მომზადებას ვერ მოასწრებს“ - კორმიე ანკალაევმა გააოცა

9 მარტს, ლას ვეგასში შერეული ორთაბრძოლების მოყვარულებს დიდი სანახაობა ელოდებათ. UFC 313-ის მეინ რაუნდის მთავარი ბრძოლა ქვემძიმე წონაში ბრაზილიელ ალექს პერეირასა და დაღესტნელ მაგომედ ანკალაევს შორის შედგება, სადაც საყოველთაო უმრავლესობა ფავორიტად სამხრეთ ამერიკელს მიიჩნევს, რომლის შესაძლებლობებზეც დენიელ კორმიესაც საკმაოდ მაღალი წარმოდგენა ჰქონდა, თუმცა ამჯერად მისი გაკრიტიკებისგან თავი არ შეუკავებია.

რას ამბობს კორმიე

რას აკეთებს პერეირა ავსტრალიაში მაშინ, როდესაც ზუსტად ორ კვირაში უმნიშვნელოვანესი ბრძოლა აქვს გასამართი?!  ამ დროს კი მისი მოწინააღმდეგე ანკალაევი უკვე დიდი ხანია ლას ვეგასშია - მე მას რამდენიმე დღის წინ შევხვდი და ასეთი მოტივირებული არასოდეს მინახავს - ის არა საბრძოლველად, არამედ საომრად ემზადება.

ავსტრალიიდან რომ დავბრუნდი, აკლიმატიზაცია ისე გამიჭირდა, ერთი კვირის განმავლობაში დილის სამ საათზე ვიღვიძებდი. არა მგონია, რომ ბრაზილიელს ამ ყველაფრისთვის 2-3 დღე ეყოს - ვნახოთ, გაუმკლავდება თუ არა ამ ყველაფერს.

შეგახსენებთ, რომ პერეირამ საჩემპიონო ქამარი 2023 წლის ნოემბერში ირჟი პროჰასკას დამარცხებით მოიპოვა და შემდეგ ტიტული სამჯერ - ჯამაჰალ ჰილთან, პროჰასკასთან რემატჩში და ხალილ რანტრისთან ბრძოლაში დაიცვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ორი სატიტულო ჩხუბი UFC 315-ზე | მუჰამედი და შევჩენკო ოქტაგონში ბრუნდებიან
ორი სატიტულო ჩხუბი UFC 315-ზე | მუჰამედი და შევჩენკო ოქტაგონში ბრუნდებიან