ოგბაიძის დებიუტი ბერლინში - შაკო ჰერტას მეორე გუნდისთვის შეუტევს
შალვა ოგბაიძე ბერლინის „ჰერტა 2“-ის მოთამაშე გახდა – ინფორმაციას გერმანული კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 22 წლის თავდამსხმელმა ბერლინის „ჰერტა 2“-თან წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა და ახალ გუნდში 5-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ბერლინელებთან ოგბაიძის დებიუტი „პლაუენთან“ მოგებულ (3:1) შეხვედრაში შედგა. გერმანიის რეგიონული ლიგის მე-20 ტურის მატჩში ქართველი თავდამსხმელი მოედანზე 67-ე წუთზე შევიდა.
ოგბაიძემ კარიერა ბერლინის „დინამოს“ ასაკობრივ გუნდში დაიწყო, საიდანაც „მაგდებურგის“ აკადემიაში გადავიდა, ასევე თამაშობდა ბერლინის „ვიქტორიაში“, 2023 წლის ივლისში კი ნიდერლანდურ „დენ ბოსხში“ ჩაირიცხა, მაგრამ 2024 წლის სექტემბერში კლუბი დატოვა და მას შემდეგ უგუნდოდ იყო დარჩენილი.
ბერლინელთა ახალწვეული იყო საქართველოს 16, 17, 18 და 21-წლამდელთა ასაკობრივი ნაკრებების წევრი.