ხვიჩას აღიარება - რამდენიმე გამოცემამ კვარა სიმბოლურ გუნდში შეიყვანა
პსჟ-ის ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. ჩემპიონთა ლიგის სიმბოლური ნაკრების შემადგენლობა ჯერჯერობით არ გავრცელებულა, თუმცა, კვარა სიმბოლურში რამდენიმე გავლენიანმა სააგენტომ შეიყვანა, მათ შორის არიან Whoscored და Sofascore.
Whoscored-ის სიმბოლური:
Sofascore-ის სიმბოლური:
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინის საპასუხო მატჩში „ბრესტის“ წინააღმდეგ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა.
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე პსჟ „ბარსელონას“, ან „ლივერპულს“ დაუპირისპირდება. ეს 21 თებერვალს გასამართ წილისყრაზე გახდება ცნობილი. პსჟ მომდევნო შეხვედრას 23 თებერვალს, სტუმრად გიორგი მიქაუტაძის „ლიონის“ წინააღმდეგ გამართავს.