ჩელსის გიოკერეშის ყიდვა უნდა - GiveMeSport
„ჩელსი“ ვიქტორ გიოკერეშის, ბენიამინ შეშკოსა და ლიამ დელაპის მიმართ ინტერესს იჩენს.
როგორც GiveMeSport-ი წერს, „არისტოკრატები“ ამ ზაფხულს თავდაცვის ხაზის გაძლიერებას აპირებენ.
გამოცემის ინფორმაციით, მთავარ კანდიდატად „სპორტინგის“ თავდამსხმელი, ვიქტორ გიოკერეში სახელდება.
მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტში გამოსასყიდი ფასი 85 მილიონი გირვანქა სტერლინგი წერია, პორტუგალიელები მზად იქნებიან, 26 წლის შვედი 58 მილიონად გაყიდონ.
მიმდინარე სეზონში, გიოკერეშმა ყველა ტურნირზე, 34 მატჩი ჩაატარა, ამდენივე გოლი გაიტანა და 7 ასისტი მიითვალა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 75 მილიონი ევროა.