თოფურია-მახაჩევის ჩხუბი წლის ბოლოს გაიმართება | ჰელვანი
MMA-ს ცნობილი ჟურნალისტი და ინსაიდერი, არიელ ჰელვანი სავარაუდო თარიღს ასახელებს, თუ როდის შეიძლება გაიმართოს ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის ჩხუბი.
„გეგმის თანახმად, ილია თოფურიამ ისლამ მახაჩევთან 2025 წლის ბოლოს უნდა იჩხუბოს. ასე შემატყობინეს. შესაძლოა, ეს საერთაშორისო საბრძოლო კვირეულზეც მოხდეს [ტრადიციულად ყოველი წლის ივნისის ბოლოს იმართება ]“, - დაწერა ჰელვანიმ.
შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ილია თოფურია ასპარეზობას მსუბუქ წონაში გააგრძელებს. ინფორმაცია ორგანიზაციის პრეზიდენტმა, დენა უაითმა ოფიციალურად დაადასტურა.
შესაბამისად, ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი ვაკანტური გახდება, „მატადორი“ კი ძალებს ახალ დივიზიონში მოსინჯავს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ქამრისთვის მიმდინარე წლის აპრილში ალექსანდრ ვოლკანოვსკი და დიეგო ლოპესი იჩხუბებენ, მათი ბრძოლა UFC 314-ზე შედგება, მსუბუქ წონაში ილია თოფურიას მეტოქე კი მოგვიანებით გაირკვევა.
თოფურიამ ჩემპიონის ქამარი გასული წლის თებერვალში დაისაკუთრა, როდესაც სატიტულო ბრძოლაში სწორედ ვოლკანოვსკი დაამარცხა. ამის შემდეგ თოფურიამ ჩემპიონის ტიტული მაქს ჰოლოუეისთან ბრძოლაში დაიცვა.