მერაბ დვალიშვილი, სონგ იადონგი
Aa
Aa

„მერაბის დანოკაუტება შემიძლია“ - სონგ იადონგი დვალიშვილზე

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩინელმა მებრძოლმა, სონგ იადონგმა, რომელიც UFC Fight Night 252-ზე ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდება, პრესკონფერენციაზე სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, მათ შორის გაიხსენა მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის ბრძოლაც, და ასევე „მანქანის“ წინააღმდეგ საკუთარ შანსებზეც ისაუბრა.

სონგ იადონგი:

„სეხუდოსთან ჩხუბი ჩემთვის კარგი შანსია, ის ორი წონის ჩემპიონი და ოლიმპიური ჩემპიონია, სახელგანთქმული მებრძოლი, ამიტომ მასთან ბრძოლა დიდი პატივია. მართალია, მან ორი ბრძოლა წააგო, მაგრამ ნახეთ, ვინ იყვნენ მისი მეტოქეები. ჭიდაობაზე დიდი ხანია ვვარჯიშობ, მას შემდეგ რაც UFC-მ უმარ ნურმაგომედოვთან ჩხუბი შემომთავაზა.

უმარი VS. მერაბი? ეს კარგი ჩხუბი იყო. მერაბს წარმოუდგენელი კარდიო აქვს. ვფიქრობ, უმარმა ტრავმის გამო წააგო, მას გრეპლინგი აღარ შეეძლო. ვფიქრობ, თუ დვალიშვილთან მაჩხუბებენ, მისი დანოკაუტება შემიძლია.

მინდა, ჩემი შემდეგი მეტოქე უმარ ნურმაგომედოვი იყოს. ეს საქმე დასამთავრებელი მაქვს. მითხრეს, რომ ტრავმა ჰქონდა და ვერ მეჩხუბებოდა, ორ დღეში კი მერაბთან მისი ბრძოლა ჩაინიშნა. ვფიქრობ, მას ნამდვილად ჰქონდა ტრავმა, მაგრამ როდესაც UFC-მ სატიტულო ჩხუბი შესთავაზა, უმარმა გარისკა და დათანხმდა“.

შეგახსენებთ, რომ ნურმაგომედოვისა და იადონგის ჩხუბი გასული წლის დეკემბერში უნდა გამართულიყო და რუსი მებრძოლის ტრავმის გამო გაუქმდა. იანვარში ნურმაგომედოვმა დვალიშვილთან სატიტულო ჩხუბი გამართა და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.

რაც შეეხება იადონგს, მისი და ჰენრი სეხუდოს დაპირისპირება 23 თებერვალს გაიმართება და UFC Fight Night 252-ის მთავარი მოვლენა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თოფურია-მახაჩევის ჩხუბი წლის ბოლოს გაიმართება | ჰელვანი
თოფურია-მახაჩევის ჩხუბი წლის ბოლოს გაიმართება | ჰელვანი