შონ სტრიკლენდი
Aa
Aa

„შევცდი და ბოდიშს ვუხდი“ - ყოფილი მწვრთნელი სტრიკლენდზე

როგორც შერეულ ორთაბრძოლებში, ასევე სპორტის თითქმის ყველა სახეობაში იშვიათად ხდება, როდესაც მწვრთნელი თავის შეგირდს საჯაროდ აკრიტიკებს. შონ სტრიკლენდთან მიმართებაში კი, მისმა ერთ-ერთმა მწვრთნელმა ერიკ ნიქსიკმა მსგავსი ქცევის ნორმებ მთლიანად დაივიწყა და მედიის წარმომადგენლისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ თუ შონი საქმისადმი მიდგომას არ შეცვლის, ის მასთან მუშაობას აღარ განაგრძობს.

ამ საქციელის გამო, ნიქსიკი სტრიკლენდზე უფრო მეტად, UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა მეტ ბრაუნმა გააკრიტიკა, რომელმაც სოციალური ქსელის საშუალებით აღნიშნა, რომ ნებისმიერი მწვრთნელისგან ასე საჯაროდ სპორტსმენის დამცირება რბილად რომ ვთქვათ, არაეთიკურია. მისი ამ სტატუსის ქვემოთ კი კომენტარი თავად ნიქსიკმა დაწერა, რომელმაც აღნიშნა, რომ თავდაპირველად ასე საჯარო გალანძღვით იფიქრა, რომ სტრიკლენდის მოტივირებას შეძლებდა, თუმცა ახლა ხვდება, რომ შეცდომა დაუშვა და მზად არის შონს ბოდიში პირადად მოუხადოს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, შონ სტრიკლენდი დრიკუს დუ პლესისთან ტიტულისთვის ბრძოლაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა და მისმა სამხრეთ აფრიკელმა მეტოქემ ქამარი შეინარჩუნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გაგვაგებინოს, რა უნდა ამ სპორტისგან - სტრიკლენდი მწვრთნელმა გააკრიტიკა
გაგვაგებინოს, რა უნდა ამ სპორტისგან - სტრიკლენდი მწვრთნელმა გააკრიტიკა