„ვერასოდეს გამცვლიან“ - იანისმა მილუოკი გააფრთხილა
ლუკა დონჩიჩის ხმაურიანი ტრეიდიდან უკვე რამდენიმე კვირა გავიდა, თუმცა სლოვენიელი ვარსკვლავის „დალასიდან“ „ლეიკერსში“ გადასვლა ჯერჯერობით ამერიკული სპორტული მედიის მთავარ სალაპარაკო თემად რჩება. ლუკა იმდენად მაღალი კალიბრის კალათბურთელია, რომ მისი სხვა მოთამაშეებში გაცვლის გამო, შეიქმნა საერთო ფონი იმისა, რომ ამ მხრივ ხელშეუხებელი არც ერთი ვარსკვლავი აღარ იქნება, რაზეც განსხვავებული აზრი აღმოაჩნდა იანის ანტენტოკუმპოს და შეიძლება ითქვას, რომ ბერძენმა მძიმე ფორვარდმა „მილუოკის“ ხელმძღვანელებს ერთგვარი გაფრთხილება გაუგზავნა.
იანის ანტენტოკუმპო
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია დიდი ბიზნესია და თუ რომელიმე მოთამაშეში გამცვლიან, ისე მოვიქცევი, როგორც პროფესიონალ კალათბურთელს შეეფერება, მაგრამ იცით რა არის? აქამდე ეს ყველაფერი არ მივა. არა მგონია, ოდესმე გამიბედონ რომ ვინმეში მცვლიან, რადგან საქმეს აქამდე არ მივიყვან და ამ ფორმით არ წავალ - თუ ვერაფერს გავაგებინებ, მაშინ ჩემი გუნდიდან გაგდება მოუწევთ.
„ბაქსის“ ბერძენი ლიდერი NBA-ს მიმდინარე სეზონში საშუალოდ 31,8 ქულას, 12,2 მოხსნასა და 6 შედეგიან გადაცემას აგროვებს. „მილუოკი“, რომელიც 29 მოგებითა და 24 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას ხვალ დილით, საკუთარ დარბაზში „კლიპერსთან“ გამართავს.