ვალენტინა შევჩენკო, ბელალ მუჰამედი
Aa
Aa

ორი სატიტულო ჩხუბი UFC 315-ზე | მუჰამედი და შევჩენკო ოქტაგონში ბრუნდებიან

UFC-იმ 10 მაისს, კანადის ქალაქ მონრეალში გასამართი ღონისძიების, UFC 315-ის „მეინ ქარდის“ ჩხუბები დაასახელა. მთავარ მოვლენაში ერთმანეთს ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ბელალ მუჰამედი და ჯეკ დელა მადალენა დაუპირისპირდებიან.

მუჰამედს (24-3) ტიტული 2024 წლის დეკემბერში შავკატ რახმონოვთან უნდა დაეცვა, თუმცა ინფექციის გამო ჩხუბს ჩაეხსნა, ხოლო რახმონოვმა იან მაჩადო გერი დაამარცხა. რაც შეეხება დელა მადალენას (17-2), ის UFC-ში დებიუტიდან 3 წლის შემდეგ ტიტულისთვის პირველად იჩხუბებს.

კიდევ ერთ სატიტულო ჩხუბში, რომელიც UFC 315-ზე გაიმართება, ქამარს ქალთა უმსუბუქესი წონის ჩემპიონი, ვალენტინა შევჩენკო (24-4-1) დაიცავს. ყირგიზი მებრძოლის მეტოქე რეიტინგის მეორე ნომერი, ფრანგი მანონ ფიორო იქნება (12-1).

შევჩენკომ ქალთა უმსუბუქესი წონის საჩემპიონო ქამარი 2024 წლის სექტემბერში დაიბრუნა, როდესაც ალექსა გრასო მსაჯთა გადაწყვეტილებით დაამარცხა. მანამდე ვალენტინა უმსუბუქესი წონის ჩემპიონი 2018-2023 წლებშიც იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ მახაჩევი ქვესაშუალო წონაში ამოვა, ქამარს დავთმობ“ - ბელალ მუჰამედი
„თუ მახაჩევი ქვესაშუალო წონაში ამოვა, ქამარს დავთმობ“ - ბელალ მუჰამედი