„წონის დაფიქსირება აღარ შეუძლია“ - დენა უაითმა თოფურიაზე ისაუბრა
ცოტა ხნის წინ, UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ილია თოფურია ასპარეზობას მსუბუქ წონაში გააგრძელებს. შესაბამისად, ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი ვაკანტური გახდება, „მატადორი“ კი ძალებს ახალ დივიზიონში მოსინჯავს.
ამასთან დაკავშირებით, დენა უაითმა კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი წონის კლებასთან დაკავშირებული პრობლემებია, რომელიც ილია თოფურიას ჰქონდა.
რას ამბობს უაითი:
„თოფურია თვლის, რომ ამ წონით დივიზიონში თავისი თავი ამოწურა და დატოვა მემკვიდრეობა, ხოლო მას ამ წონის დაფიქსირება აღარ შეუძლია. ასე რომ, ის მსუბუქ წონაში გადაინაცვლებს და ქვემსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტულს ვაკანტურს გახდის. როგორც კი ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და დიეგო ლოპესის ჩხუბი დაიწყება, ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ტიტული ვაკანტური გახდება. როდესაც თოფურიას მომდევნო მეტოქის ვინაობა გაირკვევა, ჩვენ ამას გაცნობებთ“.
გავრცელებული ინფორმაციით, ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ქამრისთვის მიმდინარე წლის აპრიში ალექსანდრ ვოლკანოვსკი და დიეგო ლოპესი იჩხუბებენ, მათი ბრძოლა UFC 314-ზე შედგება, მსუბუქ წონაში ილია თოფურიას მეტოქე კი მოგვიანებით გაირკვევა.