ანჩელოტი: „სრულყოფილი ფეხბურთი ვითამაშეთ“
მადრიდის რელმა მანჩესტერ სიტი საკუთარ კედლებშიც დაამარცხა. ანჩელოტის გუნდმა 3:1 მოიგო და მერვედფინალში გავიდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, სამეფო კლუბის იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ანჩელოტი:
„სრულყოფილი ფეხბურთი ვითამაშეთ, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. რაც გვინდოდა, ყველაფერი გამოგვივიდა. დაცვის ხაზმა 100%-ით უშეცდომოდ ითამაშა. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ კარგი მატჩი იყო. მეტოქე ყოველთვის რთულია და ამ ორ მატჩში თავი დიდებულად წარმოვაჩინეთ.
შეტევაში ისეთი ხარისხი გვაქვს, როგორიც ბოლო წლებში არასდროს ყოფილა. თავის დაცვის დროს, ჩვენი ტაქტიკა 4-4-2 ხდებოდა. ამან გაამართლა და ამ ხაზით მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. ჩუამენი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა.
მბაპეს უდიდესი ხარისხი აქვს და შეუძლია კრიშტიანუს შეედაროს, თუმცა რონალდუმ თამასა ძალიან მაღლა ასწია. კილიანი მადრიდში ახლა იწყებს და უდიდესი ენთუზიაზმი გააჩნია. მიუხედავად ამისა, მისთვის რონალდუს დონის მიღწევა ძალიან რთული იქნება. ამაზე ბევრი უნდა იმუშაოს.“
შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ სიტის სამივე გოლი კილიან მბაპემ გაუტანა. ფრანგმა სუპერვარსკვლავმა ერთი გოლი ეტიჰადზეც გაიტანა. ცნობისთვის, მერვედფინალში რეალის სავარაუდო მეტოქეები ატლეტიკო და ლევერკუზენი არიან.