„ტოპ მოთამაშეა და ამაში ეჭვი არ გვეპარება“ - ლუის ენრიკე კვარაზე
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინში „ბრესტთან“ (7:0) დიდებული თამაშის შემდეგ, „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ილაპარაკა და მისი თამაში შეაფასა.
ესპანელი სპეციალისტის თქმით, ქართველი ფეხბურთელი ტოპ მოთამაშეა და ამაში არ ეპარებათ.
„რთულია ისეთი მოთამაშეების პოვნა, რომლებიც შემადგენლობას გააუმჯობესებენ. ფაქტია, რომ მას ნამდვილად სურს, თავის გუნდს დაეხმაროს. როდესაც თქვენ ხედავთ ფეხბურთელს, რომელიც თავდაცვაში დიდ ძალისხმევას დებს ბოლო წუთებზე, როდესაც ანგარიში 7:0-ია, რათა დაეხმაროს გუნდს, ეს არის ის, ვისაც უნდა გუნდის გაუმჯობესება“, - თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ სპორტულმა გამოცემა Sofascore-მა კვარას ყველაზე მაღალი 9.3 შეფასება დაუწერა და ქართველი ფეხბურთელი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
ასევე გეტყვით, რომ ხვიჩა კვარაცხელია გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე გაიტანა გოლი.
ცნობისთვის, პარი სენ ჟერმენის სავარაუდო მეტოქეები მერვედფინალში ლივერპული და ბარსელონა არიან.