პსვ
Aa
Aa

მორიგი სენსაცია - პსვ-მ დამატებით დროში იუვენტუსი დაამარცხა

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინის მატჩები იტალიური გუნდებისთვის ცუდად დასრულდა. 1/8-ფინალში მხოლოდ „ინტერი“ გავიდა. „ატალანტასა“ და „მილანს“ დღეს ტურინის „იუვენტუსიც“ მიჰყვა და ტურნირს დაემშვიდობა.

პსვ-მ ტურინში 1:2-ის წაგების შემდეგ, საკუთარ მოედანზე 2:1 მოიგო, მატჩი დამატებითებში გადაიყვანა და ჯამში 3:1 გაიმარჯვა.

გადამწყვეტი გოლის ავტორი 98-ე წუთზე ცენტრალური მცველი რაიან ფლამენგო გახდა.

ტურინელებმა კვირას სერია A-ში „ინტერს“ მნიშვნელოვანი მატჩი მოუგეს, თუმცა მეორე ტურნირზე გუნდს ძალები აშკარად არ ეყო. ეს ყველაფერი მთელი სეზონის განმავლობაში შეინიშნებოდა.

აქვე გეტყვით, რომ პსვ-ს მეტოქე მერვედფინალში „არსენალი“ ან „ინტერი“ იქნება. წილისყრა პარასკევს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
Le Parisien: “ხვიჩას საუკეთესო მატჩი პსჟ-ში გადასვლის შემდეგ“
Le Parisien: “ხვიჩას საუკეთესო მატჩი პსჟ-ში გადასვლის შემდეგ“